როგორ შევარჩიოთ ბავშვის საწოლი?

ძირითადი მახასიათებლები თუ როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო და მოხერხებული. საწოლი პატარასათვის

საწოლის შეძენისას მთავარი განმსაზღვრელი არ არის ფასი და მისი გარეგნული სახე. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომლებიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ საწოლების მრავალფეროვნი არჩევანის შემთხვევაში.

საბავშვო საწოლი უნდა იყოს „ბუნებრივი“

საბავშვო საწოლისათვის ყველაზე კარგ მასალად ყოველთვის ითვლებოდა ხის მასალა, ის კარგად სუნთქავს საშვალებას აძლევს ისუნთქოს პატარას სხეულმა. ზოგიერთი დეტალი შეიძლება დამზადებული იყოს პლასტიკისაგან ან ლითონისაგან, უმთავრესია რომ მათი ფორმა და მოყვანილობა არ იყოს ისეთი რომ პატარა დააზიანოს. არ იფიქროთ რომ, ადვილია განსაზღვროთ თუ რა მასალიასაგან არის დამზადებული საწოლი, ამიტოს ნუ მოგერიდებათ მოითხოვოთ სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იქნება თუ რა მასალებია გამოყენებული და რამდენად უსაფრთხოა ის.

ფიჭვი, მურყანი, არყის ხე, წიფელა, ნეკერჩხლი ითვლება საუკეთესო მასალებად საწოლისათვის.

საბავშვო საწოლის გვერდები და სიღრმე

როცა პატარა ჯერ კიდევ არ ჯდება და არ დგება, საწოლის სიღრმე შეიძლება იყოს საშუალო. ეს საგძნობლად აადვილებს მშობლების ყოფას, ადვილია ბავშვის ამოყვანა და მასში ჩაწვენა თუმცა როცა ბავში გადადის აქტიურ ხოხვის ეტაპზე, საწოლის სიღრმე(ლეიბის მდებარეობიდან გვერდის ზედა ნაწილამდე) უნდა შეადგენდეს 60–65 სანტიმეტრს, რათა პატარა არ გადმოვარდეს საწოლიდან. როგორც წესი, ბევრ საბავშო საწოლში გათვალისწინებულია საწოლის სიღრმის რეგულირება, ბავშის ზრდასთან ერთად მისი ძირი უფრო დაბალ სიმაღლეზე ინაცვლებს.

მანძილი ბავშვის საწოლის გვერდის ღეროებს შორის საწოლის გვერდის ღეროებს შორის

მანძილი 5–6 სანტიმეტრი უნდა იყოს. გამოთვლის ლოგიკა ადვილია, მათ შორის არ უნდა მოხდეს ბავშვის თავის, ხელის ან ფეხის მოყოლა. ღეროებს შორის მანძილი ისევე როგორც გვერდის სიმაღლე – თქვენი პატარის უსაფრთხოების საკითხია, ამიტომ გირჩევთ საწოლის შეძენისას თვითონ გადაამოწმოთ ეს დაშორებები.

ბავშვის საწოლის ძირი

ბავშვის საწოლის ძირი უნდა იყოს ლარტყოვანი. ხშირად საწოლი რომელსაც აქვს მთლიანი ძირი შედარებით იაფია, მაგრამ მისი ძირი არ სუნთქავს, რადგანაც პრაქტიკულად შეუძლებელია „მარცხის“ თავიდან აცილება, ხოლო ლეიბის არასრულყოფილი გამოშრობის შემთხვევა შეიძლება იყოს სინესტის სოკოს გაჩენის გამომწვევი მიზეზი.