როგორ შევარჩიოთ სწორად ბავშვის საწოლის თეთრეული

პირველი აზრი, რომელიც შეიძლება მშობელს მოუვიდეს თეთრეულის შერჩევისას - ის უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ბავშვის ლოგინის თეთრეულს განსაკუთრებულ მოთხოვნებსუნდა აკმაყოფილებდეს, ასე მაგალითად, თეთრეულის კომპლექტები შესრულებული უნდა იქნას ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და არატოკსიკური მასალებისაგან. პატარები ხომ არსებობის პირველი წლის დიდ ნაწილს ატარებენ საწოლში, ასევე უფრო მოზარდებისთვისაც კომპლექტი უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო.

ბავშვის ლოგინის თეთრეულში გამოყენებული ყველაზე გავრცელებულ მასალად ითვლება ბამბა და სელი. ატლასის მასალისაგან დამზადებული თეთრეული ასევე იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას., თუმცა მისი ღირებულება რამდენადმე უფრო მაღალია ვიდრე ბამბის მასალისაგან დამზადებული თეთრეულის. აღსანიშნავია ის რომ, ატლასისაგან დამზადებული თეთრეული უფრო მკვრივი და გამძლეა. ეს თვისება გასათვალისწინებელია რადგანაც ბავშვის თეთრეულის საკმაოდ ხშირად ირეცხება. თეთრეულის ნაკრებში გამოყენებულ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ზემკვრივი ბამბის მასალისაგან დამზადებული თეთრეული.

არანაკლებ მნიშვნელოვან კრიტერიუმად ბავშვის თეთრეულის შერჩევისას განიხილება მისი შემავსებელი. დღეისათვის წარმოდგენილი შემავსებლები ორ სახეობად იყოფა: ბუნებრივ ბოჭკოს შემავსებელი და სინთეტიკურ ბოჭკოს შემავსებელი. თანამედროვე მაღალი ხარისხის სინთეთიკურ ბოჭკოს შემავსებელი არ ჩამოუვარდება ნატურალური ბოჭკოს შემავსებლებს და შეესაბამება ყველა ჰიგიენურ სტანდარტს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, უმჯობესია საწოლის თეთრეულის ნატურალური შემავსებლით შეძენა. ასეთი თეთრეულის კომპლექტს უფრო მეტად გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, ასევე მას ახასიათებს კარგი ჰაერგამტარობა. ატლასის საბავშვო თეთრეული ბუნებრივი შემავსებლით უზრუნველყოფს საუკეთესო თბოიზოლაციას, სწრაფად და ადვილად აღიდგენს ფორმას და ამასთან ერთად ის შედარებით რბილია და მსუბუქი. თუ ბავშვი უზრუნველყოფილია ბუნებრივი ნივთებით, შეიძლება ნაკლებად იზრუნოთ მის ჯამრთელობაზე და კარგ გუნება-განწყობაზე.

ცოტა რამ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის ლოგინის თეთრეულს. არ არის რეკომენდირებული მათი რეცხვა სინთეთიკური ფხვნილებით, რადგანაც აღნიშნული ფხვნილების ნაწილები ნაწილობრივ და ძნელად გამოდიან ან რჩებიან ქსოვილის ბოჭკოებს შორის. ეს შეიძლება იყოს ალერგიის გამოწვევის მიზეზი. სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ იმ სარეცხ ფხვნილებს, რომელბიც განკუთვნია საბავშვო ტანსაცმლის გასარეცხად.

იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ ლოგინის თეთრეული, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ მასში შემავალი ერთეულებს და მათ ზომებს.

ამდენად, იცით რა ბავშვის ლოგინის თეთრეულის ზომები და ასევე წარმოდგენა გაქვთ თუ რა ქსოვილისგან არის დამზადებული, შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაფერისი კომპლექტი რომელიც დადებით ემოციებსა გამოიწვევს პატარას გუნება განწყობაში.