ლეიბი - წიწიბურას ჩენჩო, პოლიურეთანი, ქოქოსის „ხალიჩა“

ეს ლეიბი განეკუთვნება ორთოპედიული “უზამბარო” ლეიბების სერიას რომელიც შექმნილია ყველაზე პატარებისთვის, მათი გამოყენება შესაძლებელია ბავშვის დაბადებისთანავე.

ყოველი შრე (სულ სამი ფენაა) შევსებულია მაღალხარისხიანი ნედლეულით რომელიც უსაფრთხო და მოხერხებული ძილის გარანტიას იძლევა.

  1. ქოქოსის „ხალიჩა“- ლეიბის ზედა ფენაა. მისი ძირითადი შემადგენელი ქოქოსის ქერქის ბოჭკოა, ანუ ბუნებრივი მასალა. მყარი ელასტირურობის მქონე ქოქოსის ქერქის ფილა ხურდება ღუმელში 120° С -მდე. მაღალი ტემპერატურა უზრუნველყოფს ფირფიტების სტერილურობას, კლავს ნებისმიერ ბაქტერიას და მიკრობს. ის გამოიყენება ლეიბებებში ჰაერის უკეთ ცირკულირებისთვის რადგანაც 65% ჰაერს შეიცავს. ქოქოსის ბოჭკო არ გამოყოფს ტოქსინებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მავნე გავლენა იქონიონ კანზე ან სასუნთქ გზებზე. ქოქოსისი „ხალიჩა“ როგორც ანტიბაქტერიული ბუშტი ანადგურებს ტკიპებს. ის გამოირჩევა ჯამრთელობისთვის საჭირო უამრავი მნიშვნელოვანი თვისებებით. ქოქოსის ბოჭკო - ატარებს ჰაერს, რომელსაც არა აქვს სუნი, არ ილექება და არ შეიწოვება, ასევე არ იჩერებს სითხეს.
  2. პოლიურეთანი - ლეიბის შუა ფენა. სინთეთიკური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა (პარალონი). პოლიურეთანის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი სიმკვრივე და სიხისტე, ხოლო სისქე ისაზღვრება ლეიბის მოდელის მიხედვით. პოლიურეთანი წარმოადგენს ფორმირებული ფენის ბლოკს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ის დიდხანს ინარჩუნებს თავის პირველად ფორმას და თვისებებს. ქაფის მაღალი ხარისხი, გამდიდრებული სპეციალური არხებით, უზრუნველსაყოფს კარგ ჰაერის ნაკადის და იდეალურია ბავშვის ორგანიზმისათვის.
  3. წიწიბურის ჩენჩო - ლეიბის ქვედა ფენა. აღნიშნული გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით რუტინას (ვიტამინი C – 5%), რომელიც ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, რაც აფერხებს ჟანგვის პროცესს. წიწიბურას ჩენჩო აგრეთვე აფერხებს ტკიპების გამრავლების პროცეს, ეს უპირველესად განპირობებულია ტანიდების არსებობით, რომელიც თავის მხრივ ეფექტურად ეწინააღმდეგება მიკროორგანიზმების გამრავლებას. წიწიბურას ჩენჩო იდეალურია ბაშვის ორგანიზმისთვის, რადგან წიწიბურის მარცვლების გარსებს შორის ბევრი თავისუფალი სივრცეა რაც ჰაერის ცირკულირების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ლეიბი გამოირჩევა საუკეთესო თერმული თვისებებით, არ ცხელდება სხეულის მიერ გამოყოფილი სითბოთი, მინიმუმამდეა დაყვანილი ოფლის გამოყოფა, ის ასევე კანის დაავადებების თავიდან აცილების ერთგვარი პროფილაქტიკური საშვალებაა.

ლეიბი არის მოქნილი, ამავდროულად ადვილად იღებს სხეულის ფორმას და ასევე ადვილად უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, არ დეფორმირდება ექსპლუატაციის პერიოდში.

ლეიბს გააჩნია ანტიალერგიული თვისებები ეს განპირობებულია ქოქოსის გარსის ბოჭკოს შემცველობით, ცელულოზით (ხე), ანუ არის ბუნებრივი ნედლეული, მისი გამოყენება რეკომენდირებულია ექიმების მიერ.

დახასიათება:

  • შიგთავსი: ქოქოსის „ხალიჩა“ - პალიურეთანი - წიწიბურას ჩენჩო
  • შეცვლადი ლეიბის პირი ელვა შესაკრავზე
  • ანტიალერგიული
  • არ იწოვს სუნს
  • საშვალო სიმაგრის
  • უთავსდება სხეულის ფორმას, ამავდროულად არ დეფორმირდება
  • ებრძვის ტკიპებს
  • არ ხურდება ორგანიზმის მიერ გამოყოფილი სითბოთი
  • ორმხრივი