ლეიბი - ქოქოსის „ხალიჩა“, პოლიურეთანი, ქოქოსის „ხალიჩა"

საბავშვო ორმხრივი ორთოპედიული უზამბარო ლეიბების სერია, შექმნილია ყველაზე პატარებისთვის, მათი გამოყენება შეიძლება ბავშვის ცხოვრების პირველივე დღიდან.

ყოველი ფენა (სულ სამი ფენაა) შევსებულია მაღალხარისხიანი ნედლეულით რომელიც უსაფრთხო და მოხერხებული ძილის გარანტიას იძლევა.

ქოქოსის „ხალიჩა“- ლეიბის 2 შრეს შეადგენს, ზედა და ქვედა ფენებს, მისი ძირითადი შემადგენელი ქოქოსის ქერქის ბოჭკოა, ანუ ბუნებრივი მასალა. მყარი ელასტირურობის მქონე ქოქოსის ქერქის ფილა ხურდება ღუმელში 120° С -მდე. მაღალი ტემპერატურა უზრუნველყოფს ფირფიტების სტერილურობას, კლავს ნებისმიერ ბაქტერიას და მიკრობს. ის გამოიყენება ლეიბებებში ჰაერის უკეთ ცირკულირებისთვის რადგანაც 65% ჰაერს შეიცავს. ქოქოსის ბოჭკო არ გამოყოფს ტოქსინებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მავნე გავლენა იქონიონ პატარას კანზე ან სასუნთქ გზებზე. ქოქოსისი „ხალიჩა“ როგორც ანტიბაქტერიული ბუშტი ანადგურებს ტკიპებს. ის გამოირჩევა ჯამრთელობისთვის საჭირო უამრავი მნიშვნელოვანი თვისებებით. ქოქოსის ბოჭკო - ატარებს ჰაერს, რომელსაც არა აქვს სუნი, არ ილექება და არ შეიწოვება. ასევე არ იჩერებს სითხეს.

პოლიურეთანი - ეს ლეიბის შუა ფენაა. სინთეთიკური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა (პარალონი). პოლიურეთანის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი სიმკვრივე და სიხისტე, ხოლო სისქე ისაზღვრება ლეიბის მოდელის მიხედვით. პოლიურეთანი წარმოადგენს ფორმირებული ფენის ბლოკს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ის დიდხანს ინარჩუნებს თავის ფორმას და თვისებებს. ქაფის მაღალი ხარისხი, გამდიდრებული სპეციალური არხებით, უზრუნველსაყოფს ჰაერის ნაკადს და იდეალურია ბავშვის ორგანიზმისათვის.

ლეიბი არის მოქნილი, ამავდროულად ადვილად იღებს სხეულის ფორმას და ასევე ადვილად უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, არ დეფორმირდება ექსპლუატაციის პერიოდში.

ლეიბს გააჩნია ანტიალერგიული თვისებები ეს განპირობებულია ქოქოსის გარსის ბოჭკოს შემცველობით, ცელულოზით (ხე), ანუ არის ბუნებრივი ნედლეული, მისი გამოყენება რეკომენდირებულია ექიმების მიერ.

დახასიათება:

  • შიგთავსი: ქოქოსი-პოლიურეთანი-ქოქოსი
  • შეცვლადი ლეიბის პირი ელვა შესაკრავზე
  • ანტიალერგიული
  • არ იწოვს სუნს
  • საშვალო სიმაგრის
  • უთავსდება სხეულის ფორმას, ამავდროულად არ დეფორმირდება
  • ებრძვის ტკიპებს
  • არ ხურდება ორგანიზმის მიერ გამოყოფილი სითბოთი
  • ორმხრივი